რკინიგზა
ტექნოლოგია Reinforced Earth® იდეალურია რკინიგზის ვაკისის, ხიდებისა და ესტაკადების ბურჯების ასაშენებლად, გრუნტის სტაბილიზაციის  სტრუქტურებისა და ამსხლეტი კედლებს აგებისათვის, რომლებიც იცავენ ხიდებისა და ესტაკადების ბურჯებს რკინიგზის შემადგენლობის რელსებიდან გადასვლის შემთხვევაში. Reinforced Earth® ტექნოლოგიით აშენებული საგზაო ნაგებობები გათვვლილია დიდ დატვირთვებზე, ვიბრაციისა და მოხეტიალე დენების მიმართ მაღალი მედეგობით. ამიტომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება მიზანშეწონილია სამგზავრო, სატვირთო და მაღალჩქაროსნული რკინგზების დაპროექტებისას. რკინიგზებისათვის განკუთვნილი სტრუქტურები დიდათ არ განსხვავდება საავტომობილი გზებიმშენებლობისათვის განკუთვნილი სტრუქტურებისაგან. განსხვავება კი ისაა, რომ კონსტრუქციის მიმართ აუცილებლად გასათვალისწინებელია სარკინიგზო კომპანიების მკაცრი მოთხოვნები, მათ შორის, ექსპლუატაციის ვადების გაზრდა და მედეგობის კოეფიციენტის მინიმუმამდე დაყვანა.
ისეთი ძირითადი უპირატესობების გარდა, როგორცაა მოქნილობა, კონსტრუქციის სწრაფი აგება და სიიაფე,
Reinforced Earth სტრუქტურა იკავებს მცირე ფართობებს, რაც იდეალურია საყრდენი კედლებისა და რკინიგზის ლიანდაგის ერთდროული აშენების დროს. სტრუქტურების აგება არ საჭიროებს დიდ სიღრმეზე ჩასვლას და არ ჭირდება საყრდენი მოსაპირკეთებელი  პანელის კონტურის გარეთ. შედეგად, გრუნტის ექსკავაციის დროს არ ზიანდება რკინიგზის ვაკისი. Reinforced Earth კედელი შენდება მხოლოდ უკანა მხრიდან და არ მოითხოვენ ხარაჩოებს ან სხვა მოწყობილობების განლაგებას კედლის წინ. სტრუქტურა შეიძლება აიგოს ლიანდაგის გასწვრივ ისე, რომ მინიმალურად შეუშალოს ხელი რკინიგზის ფუნქციონირებას.

    

Brochure